
რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, სიმულიანტი კაცი, ცხრა წელი რომ მართავდა ქვეყანას და მისი ოჯახი იხდის მილიონებს, რათა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, რეპუტაცია დაზიანდეს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ჩვენ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს გამოქვეყნებული აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს.
„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს, არამარტო სააკაშვილის ოჯახი და რა თქმა უნდა, პირადად სიმულიანტი სააკაშვილი მისგან მოდის ეს ყველაფერი, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები მათი ლობისტები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ჩვენ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, მათი ინტერესი არის, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული, ზოგიერთ პოლიტიკოსი და სამწუხაროდ, მათ შორის ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ.
რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, ცხრა წელი რომ მართავდა ქვეყანას, ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონებს, რათა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, რეპუტაცია დაზიანდეს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ჩვენ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებს კომენტარებს ისინი არიან ჩართული ამ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დაერქვას. მინდა, ერთი ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენ მხარეს არის, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთ ათეულობით მილიონი დოლარი რაც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. კითხვები უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს 100 მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას. საიდან ფინანსდება მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0