23/01/2023
12:49
სპორტი
შეერთებული შტატების გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და მიიღო გადაწყვეტილება ოფიციალურად უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს. ამის შესახებ კომენტარს, ჯორჯიის, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სტივ მეისი აკეთებს:
„თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს.
უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ ბორჯღალოსნებსა და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ ბორჯღალოსნებო!" - თქვა სტივ მეისიმ.
0
0