11/04/2023
16:07
მსოფლიო
„აშშ-ის გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გაჟონვას შესაძლოა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინელებისთვის საბედისწერო შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა თეთრი სახლის დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენელმა ჯიმ ჰაიმსმა. „თუ აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა დადასტურდება, რუსებს არ გაუჭირდებათ [სადაზვერვო] კავშირების გაწყვეტა, რომლებმაც შეიძლება ყოველდღიურად გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველა დეტალი მიუთითებს, რომ არსებობს რეალური რისკი ამ წყაროებისა და მეთოდების შესაძლო გაქრობის თაობაზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს ადამიანების დახოცვას, ტექნოლოგიების გათიშვას. ეს გამოიწვევს ცუდ შედეგებს, რომლებიც ბრძოლის ველზეა მოსალოდნელი. მე არ ვიყავი ინფორმირებული საიდუმლო დოკუმენტების შესახებ და ვერ დავადასტურებ, ავთენტურია თუ არა გაჟონილი ინფორმაცია“, - აღნიშნა ჯიმ ჰაიმსმა. არსებობს წინააღმდეგობრივი ცნობები დოკუმენტების ავთენტურობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, პირველად სოციალური მედიის Discord-ის ვებსაიტზე გაჩნდა. აშშ-ის გრიფით საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე ომის, რუსეთის სამხედრო მოქმედებების, ჩინეთისა და ახლო აღმოსავლეთის და სხვა საკითხების შესახებ.
0
0