
აშშ-ის განცხადება არის მკაფიო დასტური, რომ ამერიკის მოთხოვნების შესრულების გარეშე, არავითარ ნორმალიზება, აღიარება და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან თანამშრომლობა არ იქნება, – ამის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს „ქართული ოცნების“ რეჟიმისადმი კონკრეტული მოთხოვნა აქვს.
„აშშ-ის განცხადება არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ამერიკას აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა „ქართული ოცნების“ რეჟიმისადმი, რომლის შესრულების შემთხვევაში, როგორც საელჩოს არაერთგზის უთქვამს, აშშ-ი შესაძლოა, დაინტერესებული იყოს ურთიერთობების გადატვირთვით.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ამერიკა არ არის დაინტერესებული ურთიერთობების ნორმალიზებით. დღეს საელჩომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არავითარ ნორმალიზებას, აღიარებას და ამ რეჟიმთან თანამშრომლობას ადგილი არ ექნება. მეორე მხრივ, ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო ძალიან მკაფიოდ ულოცავს ქართველ ერს. იგი აღნიშნავს, რომ თანამშრომლობის პერსპექტივა არის ძალიან დიდი და ფართო იმ შემთხვევაში, თუ პროცესები იქნება სწორი და „ქართული ოცნების რეჟიმი ითანამშრომლებს იმ მოთხოვნების შესრულების კუთხით, რაც აშშ-ს გააჩნია დემოკრატიული და სხვა კრიტიკული მიმართულებებით“, – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა.
0
0