02/05/2024
14:41
მსოფლიო
აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, გაერთიანებულმა მეთოდისტურმა ეკლესიამ ლგბტქ სასულიერო პირებისთვის ეკლესიაში მსახურების უფლების მინიჭებას მხარი დაუჭირა, შესაბამისად, გაუქმდა 40-წლიანი აკრძალვა. ეკლესიის მიერ აკრძალული იყო „თვითაღიარებული ჰომოსექსუალების“ სასულიერო პირებად კურთხევა.
თუმცა, მიმდინარე კვირაში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე, დეპუტატთა პალატის წევრებმა 692 ხმით 51-ის წინააღმდეგ, დებატების გარეშე, აღნიშნული აკრძალვის გაუქმებას მხარი დაუჭირეს.
ამგვარი ქორწინების რიტუალების ჩატარების ან უარის თქმის გამო, სასულიერო პირებისა და ეკლესიების დასჯის თავიდან აცილების მიზნით, დეპუტატთა პალატის წევრებმა ასევე შეამსუბუქეს შეზღუდვები ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებაზე.
„დღევანდელი მოვლენების მიღებით... ვიწყებთ გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიისადმი ზიანის მიყენების, ჰეტეროსექსუალიზმისა და ჰომოფობიის აღკვეთას“, - განაცხადა მეუფე დევიდ მერედიტმა.
გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ინფორმაციით, მას 10 მილიონამდე წევრი ჰყავს მთელ მსოფლიოში, მრევლის დაახლოებით ნახევარი კი - აშშ-ში. ეკლესია გენერალურ კონფერენციას ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს პოლიტიკის, ბიუჯეტისა და სხვა საკითხების განსახილველად.
0
0