
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორისა და ნიუ იორკის გენერალური პროკურორის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა.
როგორც „ბიბისი“ წერს, მოსამართლემ დაასკვნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საქმეზე პირადად შერჩეული პროკურორი ლინდსი ჰელიგანი უკანონოდ იყო დანიშნული და ეს არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციას.
ჰელიგანი ტრამპის პირადი ადვოკატი იყო, რომელსაც პროკურორობის გამოცდილება არ ჰქონია. ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის დროებით პროკურორად ის პირადად ტრამპის ბრძანებით დაინიშნა სექტემბრის თვეში.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალად ედებოდა 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. მას ბრალი სექტემბრის თვეში წაუყენეს.
ნიუ იორკის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს კი საბანკო თაღლითობას ედავებოდნენ. გამოძიების მტკიცებით, ჯეიმსმა სამსაძინებლიანისახლი იპოთეკური სესხით შეიძინა, რაც მას ქონების საცხოვრებლად გამოყენებას ავალდებულებდა, თუმცა, ამის ნაცვლად, მან სახლი გააქირავა.
0
0