
„აშშ-ს ელჩი ხელმძღვანელობდა ევროპის ელჩებსაც. მათი მაყურებელივით იყო. ყველა აშშ-ს ელჩს ჰქონდა ამბიცია, რომ ის არის ნომერ პირველი ელჩი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე საკუთარ კოლეგა ელჩებთან და მათი აზრია გადამწყვეტი.“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში ექსპერტმა კახა კახიშვილმა.
„რატომ გაგიჟდა დეგნანი, მას უთხრეს, რომ შენ ხარ იქ სასამართლოც, პრემიერიც, პროკურორიც და რასაც შენ იტყვი, ასე უნდა იყოს. რომ ჩამოვიდა ზუსტად იმ მომენტში იცვლებოდა მიდგომა და უთხრეს- არა. ამან ეს, ისე კი არ მიიღო, რომ ხელისუფლება მოვიდა გონს და ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს, არამედ მიიღო პირად შეურაცხყოფად. სხვა ელჩების ბრძანებებს ასრულებენ და ჩემსას რატომ არ ასრულებენო. ამიტომ იყო რომ, მას ჰქონდა ზიზღი თითოეული ჩვენთაგანის მიმართ“. - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში კახა კახიშვილმა.
მისი თქმით, პირობა იქმნება მაშინ, როცა ამ პირობას ქმნის ერთ-ერთი მხარე. მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი - ან იქნებოდა სახელმწიფო, ან არა.
„ჩვენ შევუქნით მათ პირობები, რომ ისინი არიან, ქვეყანაში, სადაც მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებისა, მათი სიტყვაა გადამწყვეტი. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულია გადაწყვეტილება, მაგრამ ახალგაზრდა იურისტების, ერთ-ერთი ახალგაზრდა იურისტის დასკვნაა, რომ თურმე ამდენი მოსამართლის ნამსჯელი არის არაკანონერი. ეს იყო აშშ-ს საელჩოსთვის ნომერ პირველი აზრი. ჩვენ ამას მივეჩვიეთ და ამის უფლება მივეცით. მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი- ან იქნებოდა სახელმწიფო, ან არა. ამ მოთხოვნა -მოთხოვნაში, იქამდე მივიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას ისეთი რამე მოსთხოვეს, რომელიც ზუსტად ვიცოდით, რომ დაგვანგრევდა, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. ამას ითხოვდა პირველ რიგში აშშ-ს ელჩი და შემდეგ ეს ვასალები რომ ჰყავთ, რომ ჰგონიათ რომ ევროპული ლიდერები არიან და სინამდვილეში არიან ვასალები. აშშ-ს ელჩი ხელმძღვანელობდა ევროპის ელჩებსაც. მათი მაყურებელივით იყო. ყველა აშშ-ს ელჩს ჰქონდა ამბიცია, რომ ის არის ნომერ პირველი ელჩი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე საკუთარ კოლეგა ელჩებთან და მათი აზრია გადამწყვეტი.“ - განაცხადა კახიშილმა.
0
0