18/02/2022
14:30
მსოფლიო
ამ განცხადებას თან ახლდა კრემლის მიერ შექმნილი ვიდეოები, რომლებითაც ამტკიცებდნენ, რომ ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა სასაზღვრო ტერიტორიებს ტოვებდნენ. აშშ-ის ოფიციალური პირები ახლა თვლიან, რომ ეს რეგიონში რუსეთის ჭეშმარიტი განზრახვების გადაფარვის მცდელობა იყო. ოთხივე ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით ისაუბრა. მათი თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალები იზრდება და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფფლიქტი მწვავდება. ასევე, რუსეთი აგრძელებს ბელორუსიაში სამხედრო წვრთნებს, რომლებიც კვირას დასრულდება.
მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე კვლავ "ძალიან მაღალია" და [რუსეთი] შესაძლოა ამის საბაბს ქმნის. ”ჩემი აზრით, ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება.”
ბაიდენის პესიმისტური შეხედულება რუსეთის განზრახვების შესახებ დაზვერვის ახალ შეფასებებს დაემთხვა.
ნატოს ლიდერები თავდაპირველად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი რუსეთის განცხადების შესახებ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, განაცხადა, რომ მას არ უნახავს რაიმე მტკიცებულება უკრაინის საზღვრიდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანის შესახებ.
აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის ყალბი დროშის ოპერაცია ქიმიური ნივთიერების გამოყენებას ითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის პარალიზების მიზნით. შემდეგ გამოიყენებენ გვამებს ისე, რომ თითქოს უკრაინელებმა მშვიდობიანი მოქალაქეები გაზით დახოცეს.“ ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, პასუხისმგებლობა შესაძლოა ამერიკელებსაც დაეკისროს.
ხუთშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, დაასახელა შესაძლებლობები, მათ შორის ქიმიური იარაღით თავდასხმის მოწყობა, რომლებიც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ინტერვენციის საბაბად.
„რუსეთის ყალბი დროშის ოპერაცია შეიძლება მოიცავდეს „ე.წ. ტერორისტულ დაბომბვას რუსეთის შიგნით“, ყალბ საფლავებს, ინსცენირებულ საჰაერო თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე ან „ყალბი, თუნდაც ნამდვილი, ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - თქვა ბლინკენმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი ვერშინინმა, უარყო ბრალდებები და თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინასთან დაკავშირებით „სირაქლემას მსგავსი პოზიცია“ დაიკავეს და ვერ აიძულეს კიევი, განეხორციელებინა 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმებები, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელად ფართოდ განიხილება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვერ დათანხმდა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფას და რომ ”რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ზომების მიღებით”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რა იქნება ეს ზომები, თუმცა უარყო უკრაინაში შეჭრის გეგმები.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის 591 დარღვევა დაფიქსირდა, წინა დღეს კი - 153. უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი სოფელი სტანიცია ლუგანსკა დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან მძიმე იარაღით დაიბომბა და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ჭურვი საბავშვო ბაღის შენობასაც მოხვდა. სამმა ზრდასრულმა ტვინის შერყევა მიიღო. არცერთი ბავშვი არ დაშავებულა. უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სოფელს (რომელიც ხშირად არ ყოფილა სამიზნე ობიექტი) 32 საარტილერიო ტყვია ესროლეს.
როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, განაცხადა, „უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების რიცხვი 150,000-ს აჭარბებს, ისინი უფროდაუფრო ახლოს მიიწევენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ისინი, ძირითადად, საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავებით მოძრაობენ; აძლიერებენ მზადყოფნას შავ ზღვაში; აგროვებენ სისხლის მარაგს.”
„რუსები აქტიურად ამზადებენ casus belli-ს. ეს აქტივობა სამხედრო წვრთნაზე მეტია“, - თქვა დასავლური დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად ისაუბრა კონფიდენციალურ შეფასებებზე.
0
0