
”პუტინი, ძირითადად, იზოლირებულია, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, და ამას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც მის შესახებ ინფორმაციაზე ნამდვილად აქვს წვდომა. ეს ძალიან ართულებს სანდო ინფორმაციის შეგროვებას,“ - განუცხადა ჯეიმს კლეპერმა BBC Radio 4-ს.
პუტინმა ბევრი ისეთი რამ გააკეთა, რაც არ შეესაბამება "მის, როგორც წესით, თავდაჭერილ, ცივ, პრაგმატულ, რობოტულ ქცევებს,“ - თქვა კლეპერმა.
კითხვაზე, „რამდენად რაციონალურად იღებს პუტინი გადაწყვეტილებებს?“ კლეპერმა უპასუხა: „როდესაც საქმე გვაქვს სახელმწიფოს მეთაურთან, რომელსაც თითი აქვს მიდებული მსოფლიოში უდიდეს ბირთვულ ღილაკზე, ითვლება, რომ ის რაციონალურად აზროვნებს. მრავალი თვალსაზრისით, ის ძალიან რაციონალურია... მაგრამ ისიც ვიცი, რომ მისი ქცევა და მანერები ბოლო დროს შეიცვალა."
0
0