
ის, რაც დღეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ბოლო რამდენიმე წელია. ერთი ერთში გამართლდა, რაზე ჩვენ ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომ ერთადერთი, რაც საჭიროა ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და აქედან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.
„ვამბობდით, თუ არა, რომ USAID-ი ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში და ამხილა, თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ. ვამბობდით, თუ არა NED-ზე იგივეს და ამხილა, თუ არა ეს ახალმა ადმინისტრაციამ. ვსაუბრობდით, თუ არა რომ „ამერიკის ხმა“ და „რადიო თავისუფლება“ არიან პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამხილა, თუ არა ეს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ. ყველაფერს, რაც ჩვენ ვთქვით, ფაქტობრივად, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. აქ ერთადერთი ჩვენ, რასაც მოველით არის დასკვნა. დასკვნა მარტივია, ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაუარესდა ზუსტად იმის გამო, რომ ორგანიზაციები, როგორიც არის USAID-ი, NED-ი, სხვადასხვა პროპაგანდისტული, თუ ფულის მხარჯველი ორგანიზაციები დაკავებული იყვნენ საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრით, საქართველოს საზოგადოებაში ჯგუფების ერთმანეთზე წაკიდებით და შუღლის ჩამოგდებით, საზოგადოების ქსოვილის მოშლით, ეკლესიაზე თავდასხმით და ამით საზოგადოების გახლეჩვით, ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმის დაფინანსებით და ამით საზოგადოების გათიშვით. საბოლოო ჯამში, ამის შედეგია ის გართულებული ურთიერთობები საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არის. ამიტომ ერთადერთი, რაც საჭირო არის ახლა სწორი დასკვნების გამოტანა და აქედან გამომდინარე შემდეგი ნაბიჯების გადადგმა.
მე ვამბობდი, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი იყო, წინა ადმინისტრაციას ეღიარებინა საკუთარი გადაცდომები და ხშირად მითქვამს კიდეც არამხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის იმისთვის, რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში ზოგიერთმა ორგანიზაციამ სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა გაუკეთა. რათა გაეთიშა საზოგადოება და ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. დღეს წინა ადმინისტრაციას, რასაც ჩვენ ვსაყვედურობდით დაადასტურა მოქმედმა ადმინისტრაციამ, იმ დონეზე დაადასტურა, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალ თანამდებობის პირებს სანქციები დაადო, შეუწყვიტა წვდომა ინფორმაციაზე, რომელზეც ყოფილ თანამდებობის პირებს აქვთ ხოლმე სხვადასხვა დონის საიდუმლო ინფორმაციაზე. ამით დააასანქცირა ბაიდენი, ბლინკენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები და გვესმის ჩვენ, რომ მათ ეძახიან პოლიტიკური დევნის ჩამდენებს. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ხელის გულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, რას სჩაიდიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხისს ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ახლა ამას უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0