
აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შეიარაღების მიმდინარე მიწოდების პროცესის შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის ადმინისტრაცია შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის საკითხს ოვალურ კაბინეტში განვითარებული მოვლენების ფონზე განიხილავს.
არსებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეეხება რადარებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საბრძოლო მასალებსა და რაკეტებს.
თეთრ სახლში 28 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მწვავე ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა. დონალდ ტრამპმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი, უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
0
0