
აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, უკრაინაში მშვიდობა, უპირველესად, ევროპის პასუხისმგებლობაა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ არ მისდევს იზოლაციონისტურ დღის წესრიგს, მაგრამ სურს, მოკავშირეებმა მეტი გააკეთონ.
„ბატონმა ბაიდენმა განაცხადა, უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვა მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ახალი სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა აიღონ წამყვანი როლი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაში. უკრაინაში მშვიდობა, უპირველესად, ევროპის პასუხისმგებლობაა. ამერიკა უზრუნველყოფს „კრიტიკულ, მაგრამ უფრო შეზღუდულ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, სტრატეგიაში რუსეთი აღწერილია, როგორც მუდმივი, მაგრამ მართვადი საფრთხე ნატო-ს აღმოსავლეთ წევრებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი „არ არის პოზიციაში“, რომ ევროპული დომინირებისთვის იბრძოლოს.
„ევროპა კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა მას გლობალური ეკონომიკური ძალაუფლების უფრო მცირე და შემცირებული წილი აქვს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ და დავრჩებით ჩართულები ევროპაში, ჩვენ უნდა პრიორიტეტად ვაქციოთ აშშ-ს დაცვა და ჩინეთის შეკავება“, – ნათქვამია სტრატეგიაში.
1ტვ
0
0