06/11/2023
16:28
მსოფლიო
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროგრესი მიღწეულია მოლაპარაკებების ყველა ფრონტზე, მათ შორის, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების საკითხზე.4
„ჩვენ ძალიან ენერგიულად ვმუშაობთ ღაზას სექტორისთვის უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად და ამის გაკეთების ძალიან კონკრეტული გზები გვაქვს. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს დახმარება შეიძლება მნიშვნელოვნად გაფართოვდეს“, - თქვა ბლინკენმა.
”თუმცა, ერთ-ერთი კრიტიკული ასპექტია მძევლების მდგომარეობის მხრივ პროგრესის მიღწევა, რაზეც ჩვენ ინტენსიურად ვართ ორიენტირებული, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ ჰუმანიტარულმა პაუზამ შეიძლება ამ საკითხის წინსვლასაც შეუწყოს ხელი,” - დასძინა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, აშშ ასევე "მომდევნო დღის" მოლოდინშია, რომელიც ომის დასრულების შემდეგ რეგიონში "ახალი სვლისთვის უკეთესი დროა".
0
0