შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისრაელსა და „ჰამასს“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამმა ქვეყანამ "ჩარჩო შეთანხმება" გააფორმა, თუმცა მხარეების მიერ დეტალების განხორციელება არ დაწყებულა".
„მოვუწოდებთ ისრაელსა და „ჰამასს“, რომ 15 აგვისტოს მოლაპარაკებები განაახლონ და დაიწყონ შეთანხმების განხორციელება შემდგომი შეფერხების გარეშე. ჩვენ, როგორც შუამავლები, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, წარმოვადგინოთ საბოლოო წინადადება, რომელიც გადაწყვეტს შეთანხმების განხორციელების დარჩენილ საკითხებს ისე, რომ დაკმაყოფილებული იყოს ყველა მხარის მოლოდინი“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელი მოაწერეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ და კატარის ემირმა შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ.
0
0