Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ხელს მოაწერენ პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.
„5 სექტემბერს, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ხელს მოაწერს ევროპსაბჭოს კონვენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ. კონვენცია ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა 50-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის, კანადის, ისრაელის, იაპონიისა და ავსტრალიის მიერ,“ - წერს გაზეთი.
„აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების გათვალისწინებით“, - განუცხადა Financial Times-ს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
„ეს არის რეალურ მოთხოვნებზე დაფუძნებული პირველი გლობალური [შეთანხმება], რომელიც ასევე აერთიანებს არსებითად განსხვავებულ ქვეყნებს “, - თქვა დიდი ბრიტანეთის ტექნოლოგიების მინისტრმა პიტერ კაილმა.
ხელოვნური ინტელექტის კომიტეტმა შეიმუშავა ევროსაბჭოს ჩარჩო კონვენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ხელოვნური ინტელექტის კომიტეტმა კონვენციის საწყისი ვარიანტი მარტში დაასრულა. ამის შემდეგ, კონვენცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 17 მაისს მიიღო და ის ხელმოსაწერად, 5 სექტემბერს, ვილნიუსში გაიხსნება.
0
0