23/01/2025
11:49
მსოფლიო
როგორც ვილსონის ცენტრის ლათინური ამერიკის პროგრამის დირექტორმა ბენჯამინ გედანმა CNN-ს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია მნიშვნელოვნად იმოქმედებს შეერთებული შტატების საჯარო იმიჯზე და ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მის დიპლომატიურ ურთიერთობებზე.
,,თუ დეპორტაცია განხორციელდება, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ფულადი გზავნილები შემცირდება, რაც სერიოზულად იმოქმედებს მათ შრომის ბაზრებზე. განსაკუთრებით, დაზარალდება გვატემალასა და ჰონდურასის მსგავსი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა საკმაოდ დაუცველია. აშშ-ში უმუშევრობის დონე გაიზრდება, თუ მილიონობით ადამიანი დეპორტირდება. აშკარად ჩანს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობა არ აფასებს მჭიდრო ურთიერთობებს რეგიონში,’’ - თქვა გედანმა.
0
0