18/12/2024
23:44
პოლიტიკა
შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ, შეინარჩუნონ საქართველო და სომხეთი, შეიყვანონ ისინი თავიანთი გავლენის ორბიტაში. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა უცხო სახელმწიფოების სამხედრო ატაშეების წინაშე გამართულ ბრიფინგზე.
„ამიერკავკასიაში ვითარება კვლავ რთულია. მის განვითარებაზე დესტრუქციულ გავლენას ახდენს ექსტრარეგიონული მოთამაშეების, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სურვილი, გააძლიერონ თავიანთი პოზიციები რეგიონში, შეინარჩუნონ საქართველო და შეიყვანონ სომხეთი გავლენის ორბიტაში” - განაცხადა გერასიმოვმა.
მან აღნიშნა, რომ დასავლეთი ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას საქართველოში საპროტესტო აქციების დაფინანსებით და წარმართვით.
„ეს მცდელობები გვიჩვენებს, რომ უკრაინული სცენარის მიხედვით, ქვეყანა აქტიურ ანტირუსულ ქმედებებში ჩართონ, დასავლეთის დესტრუქციული ქმედებებისგან განსხვავებით, რუსეთი ამ რეგიონში კონსტრუქციულ ზომებს იღებს“, - აღნიშნა გერასიმოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ძალისხმევის წყალობით, აშკარაა ბაქოსა და ერევნის პოზიტიური პროგრესი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით.
0
0