14/10/2022
19:23
მსოფლიო
აშშ-ის მთავრობა ქვეყნების, კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მასალით ამარაგებენ ან მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მხარს უჭერენ.
ორშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე რუსეთში ირანული დრონების გადაცემის საკითხს განიხილავენ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეეცდებიან, სამომავლო სანქციებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიონ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
უკრაინამ განაცხადა, რომ ბოლო კვირებში რუსეთზე თავდასხმების სერია ირანული დრონების - Shahed-136-ის გამოყენებით მოხდა. ირანი უპილოტო თვითმფრინავების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფს, კრემლი კი კომენტარს არ აკეთებს.
ხუთშაბათს დილით, რუსული ჯარების სამი უპილოტო თვითმფრინავი თავს დაესხა უკრაინის დედაქალაქის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ მაკაროვს. ოფიციალური პირების თქმით, ინფრასტრუქტურის კრიტიკული ობიექტები ირანის მიერ წარმოებულმა კამიკაძე-დრონებმა გაანადგურა
ევროპელმა დიპლომატებმა, ორშაბათს, 17 ოქტომბერს ლუქსემბურგში მინისტრთა შეკრებამდე, მოსამზადებელი შეხვედრები გამართეს. ამ შეხვედრების დროს მათ დრონების აქტივობის ანალიზი ჩაატარეს.
საფრანგეთი და გერმანია რუსეთის მიერ გამოყენებული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ დასაწესებელ ახალ სანქციებს აუცილებლად თვლიან. აღნიშნულ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ დრონების გადაცემა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევად უნდა განიხილებოდეს
0
0