აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება - ვლადიმერ პუტინი
10/03/2022
19:03
მსოფლიო
A-
+A
აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა.
„რუსული ნავთობის მიწოდება ამერიკულ ბაზარზე სამ პროცენტს არ აღემატება. ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, მათი ფასები კი იზრდება. ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო და აქაც, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი უბრალოდ იმალებიან ამ გადაწყვეტილებების მიღმა, რათა კიდევ ერთხელ მოატყუონ საკუთარი მოსახლეობა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტი აკრძალა.
0
0
337
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%