
ჩინეთი სერიოზულად შეშფოთებულია ცნობით, რომლის თანახმადაც, აშშ-მა დაამტკიცა ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფოკუსირებულია ჩინეთის მიერ ბირთვული არსენალის სწრაფ გაფართოებაზე.
ჩინეთმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა გასაიდუმლოებული ბირთვული სტრატეგიული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჩინეთის სწრაფად მზარდ არსენალზე და ითვალისწინებს აშშ-ის მომზადებას ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო კოორდინირებული ბირთვული გამოწვევებისთვის.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი სერიოზულად არის შეშფოთებული შესაბამისი ცნობებით.
„აშშ ავრცელებს ჩინეთის ბირთვული საფრთხის შესახებ ნარატივს, რითაც ეძებს საბაბს სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად. და ფაქტები ადასტურებს, რომ აშშ ბოლო წლებში ე.წ. ჩინეთის ბირთვული საფრთხის თეორიას მუდმივად აღვივებს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა.
0
0