
გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ რუსეთის არჩევას ეხმაურება:
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რომ რუსეთი გახდა, ჩვენი შიგევროპელები რატომ არ იმჩნევენ და მარტო ზელენკსი და კულება რატომ ხავიან? სად არის თქვენი სოლიდარული ხმა?
აი, ასეთი უვიცები, ბანძები და ორმაგი სტანდარტის რომ ხართ, იმიტომ გაიმარჯვებთ.
გაუგონარი ცინიმზი:
„გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის.
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალადობის გამოყენების უფლებასაც იძლევა.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. პროცედურულ საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით და იგი სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.
გაეროს ქარტიის მეხუთე თავის 24-ე მუხლის მიხედვით, უშიშროების საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება და მხარდაჭერაა“, - წერს შარაძე.
ცნობისთვის, 1პირველი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.
0
0