
რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი, მამუკა ხამხაძე შოვის სტიქიის დროს დაღუპული კოტე და მარიამ მაისურაძეების შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„შოვის ტრაგედიის მოუშუშებელი ტკივილი - ჩვენი კოტე მაისურაძე და მისი ულამაზესი დაიკო მარიამი - ღვთის ანგელოზები. ვეძებ საჭირო სიტყვებს ემოციის გამოსათქმელად, მაგრამ ვერაფრით ვპოულობ. მახსოვს, როგორ ღირსეულად ატარებდა თავის კეთილშობილებას, თუმცა რაღაცნაირი ფარული სევდა ედგა თვალებში, დიდმა ადამიანებმა რომ იციან, ისეთი. 2017 წელს გამოსაშვები გამოცდების უმაღლესი წარმატებით ჩაბარების შემდეგ ფოტოს რომ ვუღებდი, ისე უჩუმრად იდგა, ძლივს შევბედე, ასეთი მაღალი მიღწევის შემდეგ როგორ არ იღიმები მეთქი. და აი, ასეთი სამახსოვრო ფოტო დაგვიტოვა ყველას. ვუსამძირებ მარტოკაცად დარჩენილ მამამისს და მთელ ქვეყანას...“ - წერს მამუკა ხამხაძე.
ცნობისთვის, კოტე და მარიამ მაისურაძეები, რუსთავში უკვე დაკრძალეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. გარდაცვლილია 29 ადამიანი. 4 დაკარგულის ძებნა კი კვლავ გრძელდება.
0
0