28/11/2021
11:39
პოლიტიკა
როგორც ანჯაფარიძე წერს, ასეთი პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წინ მოსამართლე თავს უნდა იკავებდეს საჯარო ინტერვიუებისგან.
„საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა სააკაშვილის საქმეზე დანიშნული მოსამართლის ლიანა ორკოდაშვილის საქციელმა. სააკაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე ის აძლევს ინტერვიუს „ნაცმოძრაობის“ მომსახურე ტელეარხს, აკეთებს ორაზროვან განცხადებებს, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას სააკაშვილის მიმართ და ამით თითქოს უნდა საზოგადოება შეაჩვიოს იმას თუ რას მოიმოქმედებს ხვალ სასამართლო პროცესზე. ჯერ ერთი, ელემენტარული სამსახურებრივი და პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკურად მგრძნობიარე და რეზონანსული სასამართლო განხილვის წინ მოსამართლე თავს უნდა იკავებდეს საჯარო ინტერვიუებისგან. მეორე, მისი განცხადებები სააკაშვილის გადაყვანის კადრების შესახებ, როდესაც მიუხედავად ხისტი სცენებისა, ყველაფერი კანონის დაცვით ჩატარდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს ორკოდაშვილის როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობასთან მიმართებით და მესამე, არის მოსამართლე ორკოდაშვილი ე.წ. „კლანის“ წევრი?!” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი განცხადებით, თუკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში არ მიიყვანენ, მისი საქმის განხილვა არ შედგება.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.
0
0