
„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის სტატუსს გამოეხმაურა.
„მხატვრული ფილმი „სიმონე” ხომ იცით, ხელოვნური ინტელექტის მიერ რომ არის შექმნილი პერსონაჟი და ყველას ნამდვილი ჰგონია? მგონი, გია ხუხაშვილი ქართველი „სიმონეა” რა, არადა ბოტია ჩვეულებრივი. აბა, ასეთ სიგიჟეებს ჭკუათმყოფელი ადამიანი ამბობდეს და თან ექსპერტად პოზიციონირებდეს, ნამდვილი სიგიჟეა… რა ლუსტრირება გია? რის ამერიკული ბაზები? შენ მაგარი კრიზისი დაგწყებია შუა ხნის ასაკში. ეს კაცი, მართლა ბოტია მგონი, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და ჩვენ საცოდავ მედია-სივრცეს შეაჩეჩა ექსპერტად, აბა ამის საცოდაობას სხვანაირად ვერ ვხსნი…", - წერს ქადაგიძე.
საქართველოში აშშ-ის საელჩო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.
0
0