17/06/2022
17:00
პოლიტიკა
როცა საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, უკვე იმ მომენტიდან იყო ოფიციალურად აღიარებული ჩვენი “ევროპული პერსპექტივა.” ახლა “ქართული ოცნებიდან” ყველაზე დიდი მავნებელი -ირაკლი კობახიძე გამოდის და (გაუგებარია, ვის აშტერებს) აცხადებს, რომ თითქოს დღეს ჩვენი ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა და უნდა ვიზეიმოთ, თურმე. – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის”ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.
“აი, ასეთი იდიოტები რომ გყავდათ და გყავთ, ასეთ მავნებლებს რომ ჩაუგდო ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება ხელში, იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე “კარგად”. ამ მართლა სამარცხვინო იდიოტს, ეტყობა, ყველა დებილი ჰგონია. შენი ბრალია, რაც დღეს მოხდა და ივანიშვილს რომ სანქციებს დაუწესებენ, ამაშინც პირადად შენ გაქვს “დიადი” წვლილი შეტანილი. დედა უტირეთ ამ ქვეყანას.” – წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
0
0