11/10/2021
00:26
სხვადასხვა
"როგორ აფერადებდი ფუნჯებით სამყაროს და ერთ წამში გამუქდა ყველაფერი. ეს მცირე ნაწილია შენი ნამუშევრების, ჩემო ნიჭიერო დათა", - წერს სოციალურ ქსელში ლიკა ბოლქვაძე და გარდაცვლილი დათა შომახიას ნახატებს აქვეყნებს.
"ასე წავიდა დედიკოსთან ერთად" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები, მისი ბოლო ნახატის შესახებ.
დავით-დათა შომახია. 12 წლის. დაიბადა 2009 წლის 15 აპრილს ქ.ბათუმში. 2015 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის N3 საჯარო სკოლაში. დათა მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. დადიოდა სტუდია "ანდამატში", სადაც ეუფლებოდა ხატვას და ძერწვას. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. დაკავებული იყო ცურვით და სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. 2017 წლიდან სწავლობდა ინგლისური ენის ცენტრში. არაერთ საგანმანათლებლო ტურში იღებდა მონაწილეობას. აღებული აქვს უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი.
ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.
0
0