
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი მომღერალ გია გაჩეჩილაძის (“უცნობის”) ახალ სკანდალურ კლიპს სახელწოდებით "ღრუსი მოდის" სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სრულ "უნიჭობას" და "უგემოვნობას" უწოდებს:
"უკვე “ნაცნობი” უცნობის, ჯერ კიდევ მაინც უცნობი და უსაზღვრო უგემოვნობა და უნიჭობა, ( ამ მდარე ხარისხს, სულ მთლად ასე ფსკერზე უნიჭოდ ფართხალს მაინც არ ველოდი) საქართველოს მიმართ უკვე “ნაცნობი” ღალატი, ნაცნობი მომხვეჭელობა მავანთა, ღირებულებების არ არსებობა და "უცნობის” არაცნობიერის ანუ უნებლიედ ეკრანზე “მრავალი” უკანალის დომინირება. ერთი ვერ გავიგე მხოლოდ, რად უნდოდა “უკანალს” და ღალატს კლიპის მიძღვნა….. ისედაც ხომ ნაცნობი საქციელია “”უცნობისგან"?! ასე გამოფინო საკუთარი "უკანალი".......არ არის სწორი "არაკაცურია ბრატ"????"- წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუკპოსშტი.
შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ უცნობის (+18) ახალი კლიპის პრემიერა გაიმართა, ვიდეორგოლში გამოყენებულმა არაერთმა კადრმა საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025