04/12/2024
15:15
საზოგადოება
“ქვეყანაში გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა და ისეთ მძლავრ პროტესტს წააწყდა, რომ 6 საათში უკან წაიღო თავისი ბრძანდება, ხოლო ამ დღეებში მოუწევს გადადგომა.” - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა.
გუშინ სამხრეთ კორეაში პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერთპიროვნული ხელისუფლების შემოღება, ოპოზიციის და პროტესტების გაჩუმება.
ქვეყანაში გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა და ისეთ მძლავრ პროტესტს წააწყდა, რომ 6 საათში უკან წაიღო თავისი ბრძანდება, ხოლო ამ დღეებში მოუწევს გადადგომა.
აი ასე დამთავრდა დემოკრატიის ხელყოფის მცდელობა თავისუფალ ქვეყანაში. - წერს სააკაშვილი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკის კაბინეტმა საგანგებო საომარი მდგომარეობა გააუქმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტის კაბინეტმა იუნ სოკის მოთხოვნის შემდეგ მიიღო.
მედიის ცნობით, პრეზიდენტის მიერ სამხედრო მდგომარეობის გაუქმების გამოცხადების შემდეგ ეროვნული ასამბლეის შენობის გარეთ შეკრებილმა ხალხმა ზეიმი დაიწყო.
ცნობისთვის, მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მოგვიანებით სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
0
0