
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონიდან მიფრინავდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვარშავა-მოდლინის აეროპორტში არაგეგმურად დაეშვა.
აღნიშნული მიზეზით შემოწმება ჩაუტარეს კოპენჰაგენიდან ჩასულ თვითმფრინავსაც.
ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.
„თვითმფრინავი, რომელთან დაკავშირებითაც ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესაძლო საფრთხის შესახებ შეტყობინება შემოვიდა, ამჟამად შესაბამისი სამსახურების მიერ მოწმდება. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები აეროპორტის დარბაზში რჩებიან და გადაწყვეტილებას ელოდებიან“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ესპანეთში, მურსიას აეროპორტში ავარიულად დაეშვა მანჩესტერიდან მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი. ოფიციალური პირის თქმით, ბორტზე სულ 121 ადამიანი იმყოფებოდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მუქარა ელექტრონული ფოსტით ისრაელიდან აფრენილმა თვითმფრინავმაც მიიღო. მედიის ცნობით, თვითმფრინავი ბულგარეთში, სოფიას აეროპორტში დაეშვა.
0
0