11/02/2023
11:11
მსოფლიო
სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა გაეროს ნება დართო, შეიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. ამის შესახებ სირიის სამთავრობო მედია იუწყება.
BBC-ის ცნობით, გაეროს წარმომადგენლები „სიფრთხილით“ ეკიდებიან აღნიშნულ ცნობას და ამბობენ, რომ პარალელურად, ისინი ელოდებიან ჩრდილოეთ სირიაში შესასვლელად დამატებითი გზების გახსნას. მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში ამჟამად მხოლოდ ერთი გზით არის შესვლა შესაძლებელი — თურქეთის მხრიდან.
თავად თურქეთში არსებული უმძიმესი ვითარების გამო, აღნიშნული მხრიდან სირიაში შესვლა გართულებულია. თუმცა, როგორც მედია იტყობინება, თურქეთიდან სირიაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ორი კოლონა შევიდა.
6 თებერვლის მიწისძვრას, თურქეთსა და სირიაში 23 ათასზე მეტი სიცოცხლე ემსხვერპლა.
0
0