-share.jpg)
ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძის ციტატით გამოეხმაურა:
"ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ '"ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან ....
16 თებერვალი .....1890 !!!!!
ნიკო ნიკოლაძე (თხზულებანი, ტომი X), - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძეს და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ათმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 105-მა წევრმა.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.
0
0