
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დამფუძნებელი გიორგი გახარია საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობს და აკრიტიკებს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე სხვა პარტიებს.
27 მაისს, პარტიის დაფუძნებიდან ოთხი წლისთავზე, გახარიამ სასტუმრო „პულმანიდან“ მიმართა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს.
„საქართველოს პოლიტიკოსების ერთი ნაწილი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან მარტო ეროვნულები და სხვა ყველას ეროვნულობასთან ახლოს არ გაგვივლია და არ გვესმის. მეორე ნაწილი კი გვარწმუნებს, რომ ისინი არიან ევროპელები და სხვა ვერავინ ვერ იქნება ევროპელი“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა:
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთია ნამდვილი ეროვნული და არც მეორე - ნამდვილი ევროპელი“.
მას არ დაუკონკრეტებია პარტიები, - როგორც თქვა, მიზანმიმართულად: „მე დღეს ვეცდები, რომ პოლიტიკური პარტიების ან ლიდერების სახელი არ დავასახელო“.
„ყველასთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ განსხვავებული აზრი არის დიდი ფასეულობა, ჩვენი კარი ყოველთვის იქნება ღია. ყველასთვის, ვისაც არ უნდა ეს ორი პოლუსი, რადიკალური ძალა განსაზღვრავდეს მომავალს, მათთვის ჩვენი კარი არის ღია“, - განაცხადა გახარიამ.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025