
არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები - ესაა ნომერ პირველი, რაც უკრაინას სჭირდება რუსეთის გასაჩერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა „საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის”. მისი თქმით, სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას.
„ასევე თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან სად შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ტანკების გადაცემაზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია უკრაინა თავის სატანკო არმიას მალე მიიღებს.
0
0