31/07/2023
16:08
ეკონომიკა
არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჩინეთის პრეზიდენტს და პრემიერს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ ბატონო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, უაღრესად მადლობელი ვარ პრეზიდენტ სი ძინპინის, რომ მოგვიწვია მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე ჩენგდუში. გასულ კვირას დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სისთან, სამაგალითო პოლიტიკოსთან, ბრძენ და მასშტაბური ხედვის მქონე ეროვნულ ლიდერთან შეხვედრა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სის და პრემიერ ლის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის. არსებული ურთიერთობების ამაღლება სტრატეგიული პარტნიორობის პატივსაცემ დონეზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს და გზას უკვალავს ჩინეთსა და საქართველოს უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისკენ. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, უზომოდ მოხარული ვარ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში ასეთი პროდუქტიული და მეგობრული ვიზიტის გამო. ასევე პატივია დღეს ვესწრებოდე ამ ღირებულ ბიზნეს ფორუმს, წარმოვადგენდე ჩვენს ქვეყანას - საქართველოს და სიტყვით მივმართავდე გამორჩეულ ოფიციალურ პირებს, ისევე როგორც ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024