19/10/2025
15:37

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, ლარა ნაჭყებია და ნინო სვანიძე. სოციალურ ქსელში ვრცელდება კიდევ რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია.
„ერთადერთი, რასაც ამ ადამიანს ედავებიან არის ის, რომ ტროტუარზე შარფით იდგა და შარფით სახეს იფარავდა ტროტუარზე. გზის გადაკეტვაზე არაფერს არ ამბობენ იმას, რომ გზის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო. ადამიანი არის დაკავებული ტროტუარზე შარფით დგომის გამო. ეს მუხლი ითვალისწინებს 15-დღემდე პატიმრობას, როგორც ბოლოს განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს ამას“, - აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი „ტვ პირველთან“.
„დააკავეს საცხოვრებელი სახლის ეზოში დაახლოებით 11:00 საათზე. ამის შემდეგ მეუღლეს განუცხადეს, რომ მიჰყავდათ სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო და ისიც უთხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმა უნდა დაეწერათ მისთვის 5 000 ლარიანი და შემდეგ გამოუშვებდნენ”, - აცხადებს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი და დასძენს, რომ სახალხო დამცველიც ჩართულია საქმეში, რომ გაგვიწიოს კოორდინირება, თუ სად ჰყავთ დაკავებული.
გარდა ამისა, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავებმა ის, სავარაუდოდ, დააკავეს.
0
0
ვახო სანაია დააკავეს
19/10/2025