
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარ სახლშივე დააკავეს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით არის მსახიობი დაკავებული.
„დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ახლო ნათესავია.
მისივე თქმით, მათთვისაც უცნობია ანდრო ჭიჭინაძის დაკავების საფუძველი:
„მისი დაკავების შესახებ ის ვიცი, რომ „ომონი“ შეუვარდა სახლში და დააკავეს. ბრალდება ზუსტად არ ვიცთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ანდრო არის აქტიური მოქალაქე, ის სისტემატიურად დადის აქციებზე. წიგნებში რაც წაგვიკითხავს, რაც 1924 წელს და 1937 წელს ხდებოდა, ის თამაშდება ახლა ჩვენს თვალწინ, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაერია ხელიფუსლება, რუსული „ომონი“.
ბოლო დღეების განმავლობაში მსახიობები არიან ძალიან აქტიურები, მათ გამოაცხადეს გაფიცვა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშცნელოვანია მათი პოზიციები და ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ანდროს წინააღმდეგ“, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
0
0