
არსებობს უდიდესი არაბული, მდიდარი ქვეყნები, რომელთაც შეუძლიათ ისრაელთან ერთად, პალესტინა გადააქციონ მონტეკარლოდ - ამის სესახებ, “ისრაელის სახლის” ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ, რადიო ,,სივრცის" FM 98.5-ის ეთერში, გადაცემა ,,სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" განაცხადა.
“ეს არის ომი ცივილიზაციის წინააღმდეგ, სადაც ისრაელი პირველი გაჩერებაა, მე მჯერა, რომ ისრაელს შეუძლია თავი დაიცვას ამ რეგიონში, თუ სამყარო არ შეუშლის ხელს, ვინაიდან ეს არის ომი ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ. ობიექტურად, პალესტინელი ხალხი არის იარაღი, ისრაელის წინააღმდეგ. საერთოდ არავინ არ ზრუნავს მათზე, რადგან თუ ზრუნვა უნდოდათ, შეუძლიათ ისრაელთან ერთად იზრუნონ. ღაზას სექტორის პრობლემის მოგვარება არის მარტივი, რადგან არსებობს უდიდესი არაბული, მდიდარი ქვეყნები, რომელთაც შეუძლიათ ისრაელთან ერთად, პალესტინა გადააქციონ მონტეკარლოდ”,- განაცხადა იციკ მოშემ.
0
0