
CNN-ის ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ის მოსკოვში ბირთვულ უსაფრთხოებასთან და ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. მანამდე კი რაფაელ გროსი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
"ჩემი ამოცანაა ატომური სადგურის აფეთქების თავიდან აცილება და ამჟამად სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობ", - განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გროსის განცხადებით, ის რუსეთში "ძალიან მალე" გაემგზავრება და თვლის, რომ „მხარეებთან საუბრები წარმატებით დასრულდება.“
„ქარხნის თანამშრომლები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ, ამავდროულად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პერსონალი ქარხანაში როტაციის წესით საქმიანობას გააგრძელებს. არსებობს ნიშნები, რომ ქარხნის ახლოს პერიმეტრზე დამონტაჟებულია ნაღმები,“ - განაცხადა გროსიმ.
0
0