
“ჩვენ ცივი სისხლი უნდა გამოვაჩინოთ. უნდა ვიმოქმედოთ ჭკვიანურად და მტკიცედ. ევროკავშირის ქმედებები ხორციელდება ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, ეს არის მკაცრი სანქციები, და ჩვენ გავაგრძელებთ ახალი, უპრეცედენტო სანქციების შემუშავებას. რომელმაც პირველი შედეგებიც მოიტანა. მეორე მხრივ კი საუბარია ევროკავშირის დნმ-ზე - ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს. სწორედ ამიტომაცაა, როგორც ხედავთ, რომ პრეზიდენტი მაკრონი, მასთან ერთად სხვა ლიდერები, როგორ ცდილობენ შეინარჩუნონ დიალოგის ეს ძაფი, რომელიც მყიფე და წვრილია.
არსებობს ფრუსტრაცია იმის გამო, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დრომდე დაწესებულმა სანქციებმა დეესკალაციამდე და საომარი მოქმედებების შეწყვეტამდე ვერ მიგვიყვანა, მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები არ იქნა დაცული.
თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ უნდა შევინარჩუნოთ დიპლიმატიური არხი. მათ დასამუხრუჭებლად და წარმატების მისაღწევად, შესაძლოა, სწორედ ეს გზა იყოს ყველაზე შედეგიანი” - განაცხადა მიშელმა.
0
0