18/02/2022
11:39
COVID-19
,,ომიკრონმა ერთი კარგი საქმე გაგვიკეთა, ოჯახის ექიმების უპრეცენდენტო რაოდენობა მოვამზადეთ. არსად, არცერთ ქვეყანაში მსოფლიოში უფრო კარგად არ იმართება ნაკადები პაციენტების, ვიდრე საქართველოში. თქვენ როგორ გინდათ?220 000 აქტიური შემთხვევა რომ გეყოლება, დღეს 170 000 გვაქვს და 2000 ექიმი რომ გვყავს სულ, ისინი გმირობას სჩადიან, როგორ უნდა უზრუნველყოს რომ ყველა იყოს უმოკლეს დროში მომსახურებული და ყველა კმაყოფილი. ეს გამორიცხულია. არავინ, ვისაც სერიოზული სიმპტომები ჰქონდა, ან დამძიმების რისკები ჰქონდა, არცერთი არ დარჩენილა ჰოსპიტალიზაციის გარეშე, 2000 ადგილი თავისუფალია. ოჯახის ექიმმა რომ არ დაურეკა, ამის გადაზღვევის რამდენიმე მექანიზმია, 15 22-ზე შეუძლიათ, დარეკონ, 112-ზე შეუძლიათ დარეკონ, თავის პირად ექიმთან.
ეს არის ულაპარაკო, რკინის არგუმენტი, რომ საქართველოში ძალიან კარგად იმართება პაციენტთა ნაკადები. მომიყვანოს ვინმემ საწინააღმდეგო", - თქვა ცერცვაძემ.
0
0