
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ზვიად რატიანმა მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობის დროს სასამართლოს სიტყვით მიმართა.
"როგორც მახსოვს, იყო მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
პუნქტობრივად მივყვები: რაც შეეხება მიმალვას - ჯერ ერთი, ერთი წამით მაინც არ ვუშვებ, რომ აქედან გავალ სასამართლომდე, მაგრამ მეორე - არსად არ მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს უნდა ვიყო რუსთაველზე და რადგან მომიახლოვდა პატიმრობა, უნდა მივხედო ჩემს სამუშაოებს...
რაც შეეხება მოწმეზე ზემოქმედებას - ზემოქმედების და ალბათ ანგარიშსწორების საფრთხე პირიქით, ჩემს მიმართაა. ყველა მოწმე, რამდენადაც ვიცი, პოლიციელია.
მესამე - იმ საქმეში, რასაც მე ვემსახურები, ლიტერატურაში, ერთი და იგივე მეტაფორის და სიმბოლოს გამეორება არაა მოსაწონი საქციელი. ჩემი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან არ გაიყოფა. ერთია, სხვანაირად არ კეთდება ხელოვნება, უამრავი პასუხისმგებლობათა ჯამია. სხვანაირად არც ხარისხია და არც არაფერი. არ ვაპირებ იმავეს გამეორებას“, - თქვა მან.
0
0