
ჩრდილოეთ იორკშირის სოფელ მელსონბის მახლობლად, არექოლოგებმა, ლითონის დეტექტორ პიტერ ჰედსის ხელმძღვანელობით, ორ თხრილში ჩაფლული 800-ზე მეტი არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლებსაც ,,მელსონბის განძი’’ უწოდეს.
,,2000 წლის წინანდელი განძი საოცრად მოცულობითი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის. რაც ამ აღმოჩენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის არის უჩვეულო ნივთები, როგორებიცაა უამრავი სატრანსპორტო საშუალების ნაწილი, ვაგონების ნაწილები, სამი საზეიმო შუბი და 14 პონის აღკაზმულობა, და ღვინის ორი თასი, რომელიც მორთულია მარჯნითა და ფერადი მინებით, როგორც ხმელთაშუა ზღვისპირეთის, ასევე რკინის ხანის სტილში. ეს კი მიუთითებს, რომ ამ განძის თავდაპირველი მფლობელი წარმოუდგენლად მდიდარი და მთელი ბრიტანეთის, კონტინენტური ევროპისა და რომაული სამყაროს ელიტური ქსელის ნაწილი იყო. რკინის საბურავები განზრახ არის უფორმოდ მოხრილი, ხოლო მასალის დიდი რაოდენობა რიტუალურად დამწვარი ან გატეხილია. ეს აღმოჩენა ახალ შუქს მოჰფენს რკინის ხანის ცხოვრებას ჩრდილოეთ და სამხრეთ ბრიტანეთში და მის ევროპასთან კავშირებს,’’ - თქვა დურჰამის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ხელმძღვანელმა ტომ მურმა.
ექსპერტებმა განძის ღირებულება 254 000 ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025