04/07/2024
11:15
მსოფლიო
ინდონეზიის კუნძულ სამხრეთ სულავესში ავსტრალიელმა და ინდონეზიელმა მეცნიერებმა გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს, რომელიც, სულ მცირე, 51200 წლისაა.
ნახატზე ნაჩვენებია ღორი, რომელიც უძრავად დგას, ნაწილობრივ ღია პირით და სულ მცირე, სამი ადამიანის მსგავსი ფიგურა. ადამიანის მსგავს ყველაზე დიდ ფიგურას ორივე ხელი გაშლილი აქვს და ჯოხი უჭირავს.
,,აღმოჩენა ასახავს იმ დროს, როდესაც თანამედროვე ადამიანებმა შემოქმედებითი აზროვნების უნარი პირველად გამოავლინეს. Მხატვრობის ეს ნიმუში შეცვლის იდეებს ადამიანის ევოლუციის შესახებ. ნახატი რთულ ისტორიას მოგვითხრობს. ეს არის უძველესი მტკიცებულება იმისა, რომ იმ დროს ადამიანებს აბსტრაქტული ტერმინებით აზროვნების უნარი ჰქონდათ. ნარატიული ხერხებით არტიკულირება ინდონეზიაში ადრეული კაცობრიობის კულტურის გადამწყვეტი ნაწილი იყო. ადამიანები 51200 წელზე მეტ ხანს ყვებიან ამბებს, სიტყვები კი ფოსილიზაციას არ განიცდის.
სავარაუდოა, რომ წარმომადგენლობითი ხელოვნების კიდევ უფრო ადრეული მაგალითები არსებობდეს“, - განუცხადა BBC-ს ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის პროფესორმა მაქსიმ ობერტმა.
0
0