როგორც Sky News-ი წერს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან დაკავშირებულ კონფლიქტურ საფრთხის ფონზე, დიდი ბრიტანეთი "ომამდელ სამყაროში" გადადის. თუმცა მთავრობას არ აქვს შემუშავებული ეროვნული თავდაცვის გეგმა თავისი ხალხისა და სამხედრო ძალების მობილიზებისთვის.
”ჩვენ შემუშავებული უნდა გვქონდეს ეროვნული თავდაცვის გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს იმას, თუ რა სამთავრობო ღონისძიებები განხორციელდება შეიარაღებულ კონფლიქტამდე და ომზე გადასვლამდე,” - განაცხადა ანონიმურობის პრინციპის დაცვით თავდაცვის მაღალჩინოსანმა.
თავდაცვის მდივნის გრანტ შაპსის პროგნოზით, ხუთი წლის განმავლობაში „შეიძლება ვუყუროთ მრავალ თეატრალურ წარმოდგენას, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა“.
სამეფო საჰაერო ძალების ყოფილმა რეგულარულმა დაზვერვის ოფიცერმა, კეიტ დიარმა, რომელიც ბორის ჯონსონის ხელისუფლებაში ყოფნისას პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მუშაობდა, თქვა, რომ მთავრობაში ყოფნისას, ის ვერ იხსენებს რაიმე სახის დეტალურ გეგმას ომისთვის მზადყოფნის შესახებ.
„ასეთი გეგმები აუცილებელია არა მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არეულობა და პოტენციური დამარცხებები, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი მზადყოფნით შეშინებულმა მოწინააღმდეგეებმა უარი თქვან ბრძოლაზე. პრობლემა კი ის არის, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს,“- აღნიშნა კეიტ დიარმა.
თავდაცვის წყაროების განცხადებით კი, საფრთხეების შესაჩერებლად დიდი ბრიტანეთი დღეს მხოლოდ ბირთვული იარაღის არსენალსა და ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობას ეყრდნობა.
„ხელისუფლების ვარაუდით, ბირთვული შეკავება ყოველთვის იმუშავებს, მაგრამ ყველას აინტერესებს: რა მოხდება, თუ ეს სტრატეგია არ აღმოჩნდება ეფექტური? ჩვენი საჰაერო თავდაცვა სახიფათოდ სუსტია, სანაპირო თავდაცვა კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტია, ხოლო რეგულარული და სარეზერვო სამხედრო სამსახური იმ ძალის ნაწილია, რომელიც ცივი ომის დროს იყო მზადყოფნის მაღალ დონეზე მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში,“ - განუცხადა Sky News-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა წყარომ.
კითხვაზე იმის შესახებ, რომ აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთს შემუშვებული ეროვნული გეგმა ომის დაწყებისთვის მზადყოფნის შესახებ, კაბინეტის ოფისის წარმომადგენელმა თქვა, რომ ქვეყანას „მყარი და გამოცდილი გეგმები აქვს პოტენციური საგანგებო სიტუაციებისა და სცენარისთვის. მთავრობა აგრძელებს რისკის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისკენ საზღვარგარეთიდან მომავალ საფრთხეების, „ლანდშაფტის“ განხილვას.
ექსპერტმა კიტ დირმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად, ბრიტანეთმა საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდა.
„ჩვენი უუნარობა უკრაინისთვის საკმარისი საბრძოლო მასალებით ან იარაღით მომარაგების მხრივ, ასევე ადასტურებს, თუ რამდენად შეგვიმცირდა შეიარაღებული ძალები და არც თანმიმდევრული სამხედრო გეგმაც გვაქვს. იარაღი საბრძოლო მასალის გარეშე უსარგებლოა“, - წერს კიტ დირი.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა კი განაცხადა: ”ამჟამად განვიხილავთ მთელ რიგ გეგმებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ხალხის დასაცავად, რომლებიც ადაპტირებულია საერთაშორისო უსაფრთხოების მოვლენებზე საპასუხოდ… ეს გეგმები ინტეგრირებული იქნება, როგორც მიმდინარე სამუშაოებში შეტანილი ჩვენი წვლილის ნაწილი - შევიმუშავოთ მთავრობათაშორისი ეროვნული თავდაცვის გეგმა, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს სამხედრო მზადყოფნას.“
0
0