
ჩვენი - ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ამიტომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არის კიდევ ერთი, საქართველოსთვის და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ.
შეგახსეენებთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ 4-პუნქტიან გაცხადებაში მეოთხე პუნქტი არ იყო ბოლომდე დასრულებული. მასზე ბიძინა ივანიშვლის განცხადებითვე, ჯერჯერობით კვლავ გრძელდება კონსულტაცია და გადაწყვეტილებას საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს. ასევე უცნობია, რას გულისხმობს მმართველი ძალა ამ “ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან საკითხში”.
0
0