20/04/2023
10:27
პოლიტიკა
პირველივე დღეებში დავაანონსე, რომ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებდი ყველა ადამიანთან, ვინც ჩართულია განათლებაში, განსაკუთრებით კი მასწავლებლებთან. არის რიგი საკითხები, რიგი პრობლემები, რომლებიც აწუხებთ მასწავლებლებს, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხვალ მასწავლებლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ის საკითხები განიხილება, რომელიც მათ აწუხებთ.
„მოგვმართეს უკვე, პირადად მეც მომმართეს, შესაბამისად ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა მათთან გასაუბრება, მათი მოსმენა, როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და მათი კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. მოვიწვიე მრჩევლად და კონსულტანტად გია მურღულია და შევქმენით სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც სწორედ ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე იმუშავებს, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი ხვალინდელი შეხვედრის. ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებშიც იქნება, გახდება უფრო ინტენსიური, რომ მოვიცვათ, რაც შეიძლება ფართო მასები მასწავლებლების“, – განაცხადა ამილახვარმა.
0
0