
სუს-ი აქამდეც მოქმედებდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ასეთი სცენარი არიდებული ყოფილიყო. ეს არაერთხელ, ანგარიშებშიც მოგვისმენია, რომ წარსულშიც იყო კონკრეტული ღონისძიებები გატარებული, იმისთვის რომ ძალადობრივი გეგმები ჩაშლილიყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, დესტრუქციული ძალები ემზადებიან იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოაწყონ.
„ის, რომ სუს-ს მოუწია ამ გამოძიების საჯაროდ გამოტანა, ესეც უკვე ნიშანია იმის, თუ რამდენად სერიოზულ ფაქტთან გვაქვს საქმე, რამდენად შორს წასული იყო ეს საკითხი, ამიტომ ამას ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს. არის მცდელობა, მზადება იმისთვის, რომ მოაწყონ გარკვეული არეულობა. ის რაც ენჯეოებმა შარშან ივნისში სცადეს, რომ ხელისუფლება შეეცვალათ არაფორმალური მმართველობით, როდესაც ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები მთავრობის დაკომპლექტებაში, რაც არის არაკონსტიტუციური და არაფორმალური მმართველობის მოთხოვნა და მაშინ ეს არ გამოუვიდათ, ახლა როგორც ჩანს ასეთი დესტრუქციის მეორე სერიაა დაგეგმილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს. გამოძიების ფარგლებში ასევე გამოიკითხა „კანვას - საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო გოგიბერიძე.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025