22/04/2024
20:58
პოლიტიკა
"გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში", - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე ევროკავშირის საგარეო სხდომის დასრულების შემდეგ წერს.
"საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. გაიჟღერა მოწოდებამ, რომ ევროპელი მინისტრები ჩავიდნენ საქართველოში, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩასულიყო ბრიუსელში EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოზე," - წერს იოზვიაკი.
მანამდე კი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ბორელის თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს თავიანთი შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო“.
0
0