არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ სივრცეში, მსჯელობაში, დისკუსიაში დგინდება, - ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, - განაცხადა.
მისივე თქმით, ემოციური აღქმა შესაძლოა, სახიფათო იყოს, რადგან არა რაციონალური გადაწყვეტილებით შესაძლოა, პროცესი ჩიხში შევიდეს. გიგინეიშვილის განცხადებით, აქვს განცდა იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დემოკრატიული პროცესის ჩაშლა სურს.
„ვხედავ, რომ Facebook-ში ბულინგის გეგმაზომიერი კამპანია მიდის ყველას მიმართ, ვინც, დავუშვათ, არ ფიქრობს, რომ კანონპროექტი რუსულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეთანხმება ამ კანონს. ექსპერტი არ ვარ, მაგრამ გარკვეული ლეგალური ენაა და შესაძლოა, იქ კარგად არ მესმის. შესაძლოა, არის, რომ მეტის გაგება მინდა, იმ ლეგალური ენის იქეთ რა საფრთხეებია. ასეთი ბევრია, ვინც ფიქრობს, რომ კანონპროექტი განხილვის ღირსია“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.
მისივე თქმით, დაუშვებელია პლაკატების ჩამოხევა, სადაც კანონპროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის სპეციალური ბმულია მითითებული და იქ მათ მეტი ინფორმაციის გაგება შეუძლიათ.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025