11/04/2023
11:36
პოლიტიკა
პარლამენტში თავდაცვის ახალი კოდექსის განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. პროექტის თანახმად, ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში, ასევე იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობები.
სხდომაზე „გირჩის“ წევრებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. თავდაცვის კოდექსის საკომიტეტო განხილვა დღესაც გაგრძელდება.
„არის ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც ფაქტობრივად თავდაცვის რეფორმას ფეიკ რეფორმად ხდის, რომელიც უფრო აისახება უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობაზე, ვიდრე იმაზე, რომ ჩვენი ჯარი გაძლიერდეს. ბუნებრივია, ეს პრობლემები არ არის მოგვარებული. ამას სჭირდება რომ უფრო მეტი ადამიანი და პოლიტიკური ჯგუფი იყოს ჩართული, რომლებიც სამწუხაროდ, საერთოდ გამოეთიშნენ“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0